გაფიცვა, პირველ რიგში, სოლიდარობაა უსამართლოდ დაჭერილი ახალგაზრდების მხარდასაჭერად – კახა ხაზარაძე

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ 15 იანვარს დაგეგმილი საყოველთაო გაფიცვა პირველ რიგში სოლიდარობაა უსამართლოდ დაჭერილი ახალგაზრდების მხარდასაჭერად. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

“მეგობრებო მოგესალმებით.

ამჯერად თქვენი პოზიცია მინდა გავამახვილო 15-ში ბიზნესის მიერ დაანონსებულ 3-საათიან გაფიცვაზე.

როგორც ვხედავ ბევრი ყოყმანობს თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ბიზნესს. ნაწილი კომპანიების უერთდებიან,ნაწილი აცხადებს რომ თანამშრომლებს ხელს არ შეუშლიან გაფიცვაში მონაწილეობაზე.ნაწილი საერთოდ ვერ ხვდება რასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც გადავწყვიტე რომ განვმარტო იმ კომპანიებისთვის ვინც ვერ ხვდება რასთან გვაქვს საქმე.

ეს გაფიცვა პირველ რიგში არის სოლიდარობა იმ 51 უსამართლოდ დაჭერილი ახალგაზრდის მხარდასაჭერად, რომლებიც რეჟიმის ტყვეებად რჩებიან,ეს არის ის მინიმალური სოლიდარობა რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ.

ეს არის თანადგომა მათი მშობლების და ოჯახის წევრების მიმართ, ეს არ არის ტრენდი მეგობრებო!!! ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა, ეს არის გაბრაზება და სიგნალი იმ რეჟიმის მიმართ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ქართველი არ დაიჩოქებს და ბოლომდე იბრძოლებს თავისუფლებისთვის. გაიღვიძეთ და იბრძოლეთ ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოგვაკითხავენ და მერე გვიანი იქნება.

დაიბრუნე ღირსება საქართველო”, – წერს კახა ხაზარაძე.