ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, წმიდა სინოდის სხდომაზე ძირითადად პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს. მან აღნიშნა, რომ საპატრიარქო კანდიდატებს შემდეგ სხდომაზე გამოარჩევენ, ხოლო გაფართოებული კრება სამებაში ჩატარდება.
“გაფართოებულ სხდომაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით, ხოდა ამხელა კრების ჩატარება არ არის ადვილი ტექნიკური თვალსაზრისით, ბოლო გაფართოებული კრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი, იყო 1995 წელს და ის ჩატარდა სვეტიცხოველში, მაგრამ მაშინ ამდენი ხალხი არ იყო, ხოდა, ახლა გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ტარდება, ოღონდ დასჭირდება ამას თავისი შეზღუდვები, დაცვა და ყველაფერი, მოკლედ, ამაზე ვიმსჯელეთ პროცედურა როგორი იქნება
ჯიდევ ერთი სინოდი იქნება და რომელზეც გამოვირჩევთ კანდიდატებს, ამ სინოდზე, ესეც ალბათ დიდხანს გაგრძელდება” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
სინოდის შემდეგი სხდომის საბოლოო თარიღი გადაწყვეტილი არაა, ერთერთი ვარიანტი 24 აპრილია
სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად, ასაკზე გადაწყვეტილება არ მიღებულა – მამა ანდრია