გაუტკბა პრეზიდენტობა – ჩეფერინმა პუტინის გზა აირჩია

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ს პრეზიდენტ ს მიბაძვას და ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანას აპირებს, რომლის მიხედვით მეოთხედ ექნება პოსტზე კენჭისყრის შესაძლებლობა, – იტყობინება “დეილი მეილი”.
ჩეფერინი უეფას პრეზიდენტი პირველად 2016 წელს მიშელ პლატინის გადაყენების შემდეგ გახდა, მერე კიდევ ორჯერ აირჩიეს, პოსტი 2027 წლამდე გარანტირებული აქვს, მაგრამ თადარიგს აქედანვე იჭერს და თუ პარიზში ჩასატარებელ კონგრესზე მის ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, შეიძლება კიდევ ერთხელ გახდეს პრეზიდენტი – 2031 წლამდე.
ცვლილებების წინააღმდეგ გაილაშქრა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა დირექტორმა დევიდ გილმა, რომელიც უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. მან განაცხადა, რომ წესდებაში შეთავაზებული ცვლილებები არადემოკრატიულია და ფეხბურთის ინტერესებს არ ემსახურება.