გაურკვევლობა აზერბაიჯანის ნაკრებში – სანტუშის გაშვება საშინელი შედეგების გამო უნდათ, მაგრამ წინ ერთი დიდი პრობლემა დგას

Azerisport-ის ცნობით, ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ფერნანდო სანტუში შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დეკემბერში გადააყენონ.
აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი მომავალ თვეში 70 წლის დამრიგებლის შესაძლო გადადგომას განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენს მეზობლებს ევროპის ჩემპიონი მწვრთნელისთვის დათხოვნის შემთხვევაში სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევთ და შესაძლოა, გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ შეცვალონ.
სანტუშს აზერბაიჯანში ძალიან ცუდი შედეგები აქვს. ის გუნდს ერთა ლიგის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში და 6 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოაპოვებინა, რის გამოც აზერბაიჯანის ნაკრები ერთა ლიგის D ლიგაში დაქვეითდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში