გაუპატიურების ბრალდებით – NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს

NBA-ის ყოფილი კალათბურთელი ბენ მაკლემორი ციხეში 8 წელიწადს გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია ESPN-მა გაავრცელა.
გასულ კვირას, კლეკამასის ოლქის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, 32 წლის ბენ მაკლემორი დამნაშავედ ცნეს პირველი ხარისხის გაუპატიურებაში, პირველი ხარისხის არასრულწლოვანთან უნებართვო სქესობრივ კავშირში და მეორე ხარისხის სექსუალურ ძალადობაში.
მაკლემორმა NBA-ში ცხრა სეზონი გაატარა – მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ჯამში 556 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 9.0 ქულას აგროვებდა. მცველი 2013 წლის NBA დრაფტზე „საკრამენტო კინგსმა“ მეშვიდე ნომრად აირჩია და თავის დროზე ლიგის ამომავალ ვარსკვლავადაც ითვლებოდა.
2024/25 წლების სეზონში მაკლემორი თურქეთის კლუბ „მერკეზეფენდის“ ღირსებას იცავდა.
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში