გაუგონარი ხოცვა-ჟლეტაა სირიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილიდან არა ეს საშინელება, არამედ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ ქართული კანონი დაგმეს

გაუგონარი ხოცვა-ჟლეტაა სირიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილიდან არა ეს საშინელება, არამედ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ ქართული კანონი დაგმეს
„ასეთი გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს სირიაში და ან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ან ევროპიდან თუ გახსოვთ, რომ ეს დაეგმოთ? უფრო მეტიც, ამ ფონზე, როცა, ფაქტობრივად, მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება მიმდინარეობს, რატომღაც მოიცალეს და საქართველოს პარლამენტის წევრებს ასანქცირებენ, გაუგონარი მიზეზებით“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოზე ზეწოლა ამ ეტაპზე უკვე ევროპული ბიუროკრატიის იმ ნაწილისგან მიმდინარეობს, რომელიც „დიფ სთეითს“ შემორჩა.
„საქართველოს პარლამენტარების დასანქცირებაზე მეტი საქმე არ აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილის წარმომადგენლებს თუ ევროპელ ბიუროკრატებს? საკუთარი ქვეყნების განვითარებაზე არ ზრუნავენ? თუ ს აგრესიის ეშინიათ, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იზრუნონ. ან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი რომ გაიზარდა და იმაზე მეტი ღვინო შეაქვთ, ვიდრე საქართველოს, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, მათგან განსხვავებით, ამ პრობლემებს ებრძოლონ.
ამის ნაცვლად კი, ცოტა ხნის წინ ახალი განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონს გმობენ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მორალის დაცვისა და საზოგადოებაში ზნეობის განმტკიცებისკენ არის მიმართული, რასაც უკვე -ის პრეზიდენტი ც ქადაგებს. შესაბამისად, საქართველოზე ზეწოლა ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის იმ ნაწილისგან, რომელიც „დიფ სთეითს“ შემორჩა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით შენ ეძახი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ე.წ პოლიტიკოსებს, აქ უკვე არავის კითხვა არ უნდა გაუჩნდეს, თუ რატომ მიიღო თავმოყვარე ქვეყანაში არჩეულმა პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა უსამშობლოების მიერ დაორგანიზებულ სამიტში

გულთბილი და სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა მეუფე ანტონთან. ორმაგად დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას და ღირსეული საქართველოს შენებას ემსახურება