გაუგებარი მიკრო გადაწყვეტილებაა – დარჩიაშვილი EU-ს სამხედრო დახმარების შეჩერებაზე – Netgazeti • ევროკავშირი • ილია დარჩიაშვილი • Netgazeti.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გაუგებარია ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას შეეხება.
მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა და საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ უფრო მეტად შეძლოს საფრთხეებთან გამკლავება.
„ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ საფრთხეებთან გამკლავება.
შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები, ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს“,- განაცხადა განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებას. კერძოდ, ელჩის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია.
დარჩიაშვილის თქმით, ელჩმა ძალიან მკაცრი შეფასება გამოიყენა.
“მე არ ვიხმარდი ისეთ, ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ეს არის მიკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
მე ვფიქრობ, რომ დღეს თუ ამ მიმართულებით არის გამოწვევები მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, მე იგივე შემიძლია გავიხსენო, გვქონდა ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სირთულეები, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ სტატუსი მიეღო ქვეყანას და მსგავსი ტიპის ოპტიმიზმი მაქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ძალიან მალე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებსაც, რომელიც არის ძალიან გრძელი, რთული პროცესი, თუმცა ჩვენ მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ საქართველო შეუქცევადად ვატაროთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
2021 წლის დეკემბერში ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 12 750 000 ევრო გამოიყო, 2022 წლის დეკემბერში — 20 მილიონი, 2023 წლის მაისში — 30 მილიონი ევრო
ამასთან, ელჩის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია.
ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა მოხდება, თუმცა დარწმუნებული არ არის, საქართველო იქნება თუ არა მისი ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სსიპ “სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ “ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა

ირაკლი კობახიძე – ებრაელი ხალხი დღეს საკმაოდ რთულ დროს გადის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროებითია და ყველა გამოწვევას ებრაელი ხალხი და ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად დაძლევს – გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს