გაუგებარი გადაწყვეტილებაა – ჩიქოვანი აშშ-ის მიერ წვრთნების შეჩერებაზე

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეაჩერა -მ გაურკვეველი ვადით სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“.
„გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც კავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს, გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება[…]
აქედაბ გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ და ასევე ვემზადებით წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 2025 წელს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ