“გატუზო ნამდვილი ადამიანია და პირადად გესაუბრება” – ლოკატელის მინიშნება სპალეტიზე?

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ ს ნაკრებთან (3:0) გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
“იუვენტუსის” ფეხბურთელის განცხადებით, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო პირდაპირი ადამიანია, რომელიც პრობლემების შესახებ არა მედიასთან, არამედ თავად მოთამაშეებთან საუბრობს. მოგეხსენებათ, “სკუადრა აძურას” ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ლოკატელი გასულ წელს, ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობის მიღმა დატოვა და ნახევარმცველი საჯაროდ გააკრიტიკა.
“წესით, ახლა უკეთესი შედეგი უნდა გვქონდეს, მაგრამ უკან მოხედვის დრო არ არის. მწვრთნელი ფეხბურთელებს პასუხისმგებლობის გრძნობას გვინერგავს. კარიერაში თანმიმდევრულობის პრობლემები მქონდა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ყველაფერი უკან დარჩა. რაც შეეხება გატუზოს, გასახდელში მისი სიტყვები უბრალოდ შთამაგონებელი იყო, რა გვითხრა მწვრთნელმა? ამას საიდუმლოდ დავტოვებ.
გატუზოს მადლობას ვუხდი, რადგან ის გულწრფელი ადამიანია, რომელიც თავდაჯერებულს მხდის. ყველაფერს პირდაპირ მეუბნება, ვფიქრობ, ეს მწვრთნელისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მისი ხელმძღვანელობით თამაში დიდი პატივია და მსურს, რომ 1000%-ით დავიხარჯო”, – განაცხადა ლოკატელიმ Sky Italia-სთან ინტერვიუში.
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ზიდანმა განმარტა, რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში
როგორია “სკუადრა აძურას” ოქროს თაობა
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა – იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ – გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
უარი კლუბისგან და ფეხბურთელისგან – ლოკატელი “იუვენტუსში” რჩება
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
გოლი მატჩის მიწურულს – ლოკატელიმ “იუვეს” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა [VIDEO]
“ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა” – ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
რიკარდო მონტოლივო: “მილანის” წარმატება მონტელას დამსახურებაა
“პსვ-მ უკეთ ითამაშა, მათ შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს” – მანუელ ლოკატელი მარცხის შემდეგ
ოფიციალურად: ლოკატელი “იუვენტუსის” ფეხბურთელია
“იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს” – გატუზოს პირველი კომენტარი “სკუადრა აძურას” მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
“ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა” – სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
გატუზო თავის სტიქიაშია – ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
“სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო” – “ფენერბაჰჩეს” პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
“სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია…” – სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
“ეს რა ჯანდაბაა? სუნამოს დაისხამ და მსოფლიო ჩემპიონატზე წახვალ?!” – გატუზო კანავაროს უზბეკეთის ნაკრებში დანიშვნას გამოეხმაურა
“ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი” – სპალეტიმ “ნაპოლის” დატოვების მიზეზი დაასახელა
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო – როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო