გასულ წელს Volvo Cars Caucasus-ის გაყიდვები საქართველოში 40%-ით გაიზარდა

Volvo Cars Caucasus, რომელიც საქართველოსთან ერთად, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში ოპერირებს, ოთხ ქვეყანაში 60%-ით გაიზარდა – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის დირექტორმა, რუსუდან გრძელიძემ ისაუბრა.
2024 წლის შეჯამებისას Volvo Cars Caucasus-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ გასულ წელს კომპანიის ახალი შოურუმი თბილისში ამოქმედდა, ბაქოში კი მშენებლობა ამ დრომდეც მიმდინარეობს.
“გასულ წელს ჩვენ ოპერირება დავიწყეთ თბილისში, ახალ შოურუმში, დავნერგეთ VPS სტანდარტი, რაზეც თითქმის ერთ წელი ვმუშაობდით და შემდეგ წარმატებით მოვიპოვეთ სერტიფიკატი. დავიწყეთ ასეთივე შოურუმის მშენებლობა ბაქოშიც, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში გაიხსნება და უმასპინძლებს აზერბაიჯანელ მომხმარებელს.