გასულ, 2024 წელს საჯარო მოხელეებმა 22 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქრები მიიღეს. საჩუქრების დიდი ნაწილი, 16 მლნ ლარი, ფულია, ასევე იყო 33 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 21 ავტომობილი და 6 იარაღი.
„მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურე მსხვილ საჩუქარს (დიდი ოდენობით თანხა ან მაღალი ღირებულების ნივთები, მომსახურება) ადეკლარირებს, ანტიკორუფციულმა ბიურომ შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
თანამდებობაზე მუშაობის დროს მშობლებმა 100 000 ლარზე მეტი აჩუქეს:
· ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს;
· იუსტიციის ყოფილ მინისტრს რატი ბრეაგაძეს;
· საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს;
· უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი მიქაუტაძემ.
კვლევაში გამოყოფილია 10 მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელე, რომელებსაც ყველაზე დიდი ღირებულების საჩუქრები აქვთ მიღებული:
· გიორგი შაფათავა – პროკურორი




