გასულ წელს ჩინეთმა რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობი შეისყიდა – Reuters

2024 წელს ჩინეთმა დან, 2023 წელთან შედარებით 1%-ით მეტი ნავთობი შეისყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ Reuters წერს.
ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთიდან, მილსადენებითა და საზღვაო გადაზიდვების ჩათვლით, შესყიდული ნავთობის მოცულობამ 108.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც დღეში 2.17 მილიონი ბარელია.
საზღვაო გადაზიდვებით რუსული ნავთობის შესყიდვის ზრდა გამოიწვია როგორც დამოუკიდებელი გადამამუშავებლების, ისე მსხვილი სახელმწიფო ნავთობკომპანიების მოთხოვნამ, ასევე მთავრობის ბრძანებამ ნავთობის მარაგების შექმნის შესახებ.
ცნობისთვის, ნედლი ნავთობის მთლიანი იმპორტი ჩინეთში, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს შემსყიდველ სახელმწიფოში, 1.9%-ით შემცირდა 2024 წელს, რაც პირველი წლიური კლებაა პანდემიის წლების მიღმა. ეს გამოწვეულია დაბალი ეკონომიკური ზრდითა და საწვავზე მოთხოვნის შემცირებით.