გასულ წელს საქართველოში 20-24 წლის 36 200 ახალგაზრდა იყო უმუშევარი

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 20-24 წლის ასაკის ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 37.3% იყო.
ამ პერიოდში, 0-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა 189 500-ს შეადგენდა, საიდანაც დასაქმებულთა რაოდენობამ 60 900, ხოლო უმუშევართა რაოდენობამ 36 200 შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 15-24 წლის ახალგაზრდებში, კაცების შემთხვევაში უმუშევრობის დონე 39.8%-ია, ხოლო ქალების 38.8%.
რაც შეეხება გეოგრაფიას, სოფლად მცხოვრები 15-24 წლის ახალგაზრდების უმუშევრობის დონე 40.6%, ქალაქებში კი 38.6% იყო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და 15.6 პროცენტი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ