უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ სამშაბათს ღამით რუსეთმა ქვეყანას მხოლოდ ორი “შაჰდისი” დრონით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ჩამოაგდეს ხმელნიცკის რაიონში. უწყება ამბობს, რომ მტერმა უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვა.
ერთი დღით ადრე, საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს “შაჰედის” ტიპის ხუთი დრონი. ჩვეულებრივ, მათი რიცხვი უფრო მაღალია ხოლმე.
