გასულ ღამეს რუსეთმა დაბომბა კიევის, ხარკოვის, ლვივის, ლუცკის, ჩერნივცისა და კიროვოგრადის ოლქები – სტეფანჩუკი

11-12 ივლისის ღამეს რუსეთმა დაბომბა უკრაინის 6 ქალაქი და მიმდებარე დასახლებული პუნქტები. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანია. დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.
უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ქალაქებისკენ 26 ფრთოსანი რაკეტა და 600-მდე თავდამსხმელი დრონი ისროლა. სტეფანჩუკისვე ცნობით, ს მიერ გამოყენებული საბრძოლო დროების უმეტესობა ირანული “შაჰედის” ტიპისაა.
“გასულ ღამეს, რუსეთი თავს დაესხმა მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებს. აფეთქებებმა შეაზანზარა ს, ხარკოვის, ლვივის, ლუცკის, ჩერნივცისა და კიროვოგრადის ოლქები. მტერმა გამოუშვა 26 ფრთოსანი რაკეტა და 600-მდე თავდამსხმელი დრონი, რომელთა დიდი ნაწლი – 339 ერთეული – “შაედია”. ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ: 25 რაკეტა და “შაჰედების” უმრავლესობა ჩამოაგდეს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უცავს უკრაინის ცას. სამწუხაროდ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლებაში – ორი ადამიანი მოკლეს ჩერნივცში. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობელს. დაშავებულები არიან სხვა რეგიონებშიც. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა. თავდაცვის თანამედროვე სისტემები არ არის მხოლოდ თავდაცვა – ისინი გადაარჩენენ სიცოცხლეს, ინარჩუნებენ სახლების მთლიანობას და აძლევს საშუალებას ამებს, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში. ერთდ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსულმა ტერორმა ვერ მოაღწიოს ჩვენს ქალაქებამდე”
Last night, russia attacked peaceful cities and villages. Explosions rocked Kyiv, Kharkiv, Lviv, Lutsk, Chernivtsi, and Kirovohrad region. The enemy launched 26 cruise missiles and nearly 600 attack drones, most of them—339 Shaheds. Our air defence forces did everything… pic.twitter.com/RzZhrB6aiY — Ruslan Stefanchuk (@r_stefanchuk) July 12, 2025

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები