უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 46 ერთეული “შაჰიდის” ტიპის დრონი გაუშვეს. უწყების თქმით, უკრაინელებმა 32 მათგანი ჩამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დრონებით თავდასხმა ოკუპირებული ყირიმიდან და კრასნოდარის მხრიდან განახორციელეს.
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა 26 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყო და 27 დეკემბრის 3:50 საათამდე გაგრძელდა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნიპროს, ვინიცის, ზაპოროჟიეს, ხმელინცკისა და კიროვოგრადის ოლქებში.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებში უკრაინული დრონები ჩამოგდეს.