უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 75 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. უკრაინელები ამბობენ, რომ მათ 71 დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის მთავარი სამიზნე წუხელ უკრაინის დედაქალაქი იყო. მხოლოდ კიევის მიმართულების მათ 50 დრონი გაუშვეს. იერიში თითქმის 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მუშაობდა სუმში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიესა, მიკოლაევისა და სხვა ოლქებშიც.
როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები კიევში მრავალსართულიან სახლებს დაეცა. დაშავდა 5 ადამიანი. მათ შორის, 11 წლის ბავშვი.
თავდასხმის შედეგად კიევის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა – სადენების დაზიანების გამო, დენი არ მიეწოდებოდა 77 სახლს და 120 დაწესებულებას.