“გასულ სეზონში ხვიჩას ოთხჯერ დავუპირისპირდი და ამის თქმა შემიძლია…” – კარვახალი კვარაცხელიას შესახებ

ესპანეთის ნაკრებისა და “რეალის” მცველმა დანი კარვახალმა ს შესახებ ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ გასული სეზონის ოთხი დაპირისპირდებიდან, მან ქართველი ფეხბურთელი შეაჩერა.
“კვარაცხელიას გასულ სეზონში ოთხჯერ შევხვდი. ეს ორჯერ ნაკრებთან ერთად მოხდა და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაზე “რეალის” რიგებში.
მან გოლი გაგვიტანა, თუმცა მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა შევაჩერე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია.
ნაკრებში სხვა პოზიცია აქვს. ფლანგზე არ თამაშობს და უფრო მეორე თავდამსხმელის როლს ასრულებს”, – ციტირებს კარვახალს AS.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის დღევანდელი დაპირისპირება თბილისის
დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ