გასულ კვირაში „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი 16.19%-ით, „თიბისი ბანკის“ 11.33%-ით, Georgia Capital-ის კი 13.04%-ით შემცირდა – რა მდგომარეობაა ლონდონის ბირჟაზე ახლა?
გასულ კვირაში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასებმა მნიშვნელოვანი რყევები განიცადა. საერთო ჯამში, Galt&Taggart-ის ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 16.19%-ით, თიბისი ბანკის ჯგუფის 11.33%-ით, Georgia Capital-ის კი 13.04%-ით შემცირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 41.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -16.19% წინა კვირასთან შედარებით და – 14.46% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 984 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.50 – 50.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 129 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 26.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -11.33% წინა კვირასთან შედარებით და -8.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.3 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.65 – 30.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 136 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -13.04% წინა კვირასთან შედარებით და -21.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 878 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.20 – 11.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 102 ათასი აქცია შეადგინა.
დღეს, საქართველოს დროით 12:00 საათზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ღირებულება შემდეგია: საქართველოს ბანკის ჯგუფი – 42.25 ბრიტანული ფუნტ სტერლინგი; თიბისი ბანკის ჯგუფი – 27.30 ბრიტანული ფუნტ სტერლინგი; Georgia Capital-ის -10.00 ბრიტანული ფუნტ სტერლინგი.