გასულ კვირას აშშ-ში ნავთობის მარაგები 1,3 მლნ ბარელით გაიზარდა

ნავთობის კომერციული მარაგები შეერთებულ შტატებში გასულ კვირას გაიზარდა 1,338 მილიონი ბარელით, ნათქვამია ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში.
ბენზინის მარაგი 8,03 მლნ ბარელით გაიზარდა, დისტილატების კი – 6,53 მლნ ბარელით.
ექსპერტები საშუალოდ ბენზინის მარაგის 2,49 მილიონი ბარელით, ხოლო დისტილატების 2,38 მილიონი ბარელით ზრდას ელოდნენ.
იმავდროულად, მარაგები კუშინგის ტერმინალში, სადაც ინახება ნავთობი, რომელიც ივაჭრება ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX), 5 იანვარს
დასრულებული კვირის განმავლობაში 506 ათასი ბარელით დაეცა. შემცირება 1-ელი ოქტომბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ