გასული 12 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით გვქონდა საკმაოდ მოკრძალებული შედეგი – რესან ქიქავა

ბიზნესმენ რესან ქიქავას თქმით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანას “ქართული ოცნების” ხელისუფლების 12 წლის განმავლობაში აქვს, ობიექტური შეფასებით, მაღალი არაა.
როგორც მან “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომამდე, სანამ საქართველოს ეკონომიკა აქედან მომდინარე ბუსტს მიიღებდა, მხოლოდ მცირედით ჩამორჩებოდა ბალტიის ქვეყნების ზრდას, რომელთა ცხოვრების დონესაც 20 წლით ჩამორჩება.