გასული წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 782.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.6%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6 პროცენტი ქალია, ხოლო 57.4 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.3% – საშუალოზე, ხოლო 37.2% – მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 742.0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1%-ით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 991.9 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 22.1-ით აღემატება.

ასევე დაგაინტერესებთ