გასული წლის სამ კვარტალში 2019 წელთან შედარებით საქართველოდან რუსეთში ვიზიტები 193%-ით აღდგა – PMCG

2023 წლის I-III კვ.ში 2019 წელთან შედარებით საქართველოდან რუსეთში ვიზიტები 193%-ით აღდგა. როგორც PMCG კვლევითი ცენტრი საქართველოში (I-III კვ. 2023) გასვლითი ტურიზმის დინამიკის მიმოხილვაში წერს, რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის II კვარტალიდან განსაკუთრებით გაიზარდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს უკავშირდება 2023 წლის მაისში ს გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებისა და ფრენების აღდგენის შესახებ. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, 2023 წლის I-III კვარტლებში ვიზიტორთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (44%) აირჩია, რომელსაც მოსდევდა ევროკავშირი (15%), სომხეთი (15%) და რუსეთი (12%).
2023 წლის I-III კვარტლებში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებულმა გასვლითი ვიზიტების რიცხვმა 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის I-III კვარტლების მაჩვენებელს 42%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის შესაბამისი მაჩვენებლის 95%-ს შეადგენს.
2023 წლის I-III კვარტლებში დანიშნულების ქვეყნების მიხედვით ვიზიტების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია. გამონაკლისია აზერბაიჯანი, სადაც ვიზიტებმა შესამჩნევად იკლო (-18.1 პპ 2019 წლის I-III კვარტლებთან შედარებით). ეს ცვლილება აიხსნება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღვარზე შენარჩუნებული მკაცრი რეგულაციებით.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა და 2023 წლის I-III კვარტლებში საამიროებში ვიზიტების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა, რაც შესაძლოა, აიხსნას ამ ქვეყანასთან გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობებით.

ასევე დაგაინტერესებთ