გასული წლებისგან განსხვავებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია – „მესხური ფურნე ამბარი“

აგროტურისტული ობიექტის „მესხური ფურნე ამბარი“ დამფუძნებელი, ზაზა ივანიძე BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ 2025 წლის ტურისტული სეზონი განსხვავებულად დაიწყო.
ტურისტული ობიექტის დამფუძნებლის თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია ადგილობრივი სტუმრების წილი, რაც ნაწილობრივ აბალანსებს ობიექტის დატვირთვას.
“წელი ძალიან კარგად დაიწყო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით. თუმცა საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ტურისტების ნაკადი შემცირებულია, რასაც, ჩვენი აზრით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც გარკვეულწილად განაპირობებს.
საერთაშორისო ვიზიტორები, წელს განსაკუთრებით საფრანგეთიდან, გერმანიიდან, -დან, კანადიდან და დან გვსტუმრობენ. ზოგადად, საერთაშორისო ვიზიტორები უფრო ინტერესდებიან მასტერკლასებითა და აგროტურისტული ღონისძიებებით, ხოლო ადგილობრივების ვიზიტები კი, როგორც წესი, უფრო ხანმოკლეა,“ – აღნიშნავს ივანიძე.
მისივე ინფორმაციით, “ფურნე ამბარს” ერთ ჯერზე 100 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. ხოლო სერვისის ღირებულება 50-დან 80 ლარამდე მერყეობს, რაც პაკეტის ტიპზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, „მესხური ფურნე ამბარი“ მესხეთში, სოფელ ღრელში, ახალციხიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში, საფარის გზაზე მდებარეობს. ობიექტი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მესხურ ტრადიციებს, კულინარიას და კულტურას გაეცნონ. ობიექტის დამფუძნებლის ცნობით, ობიექტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მასტერკლასები, რომელშიც უცხოელი სტუმრები აქტიურად მონაწილეობენ. ამასთან, სივრცე მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ადგილობრივი ბოსტნეულის, ბაღჩეულის და ხორბლის – წითელი დოლისა და ჯავახურ დიკას მოვლაში მონაწილეობა მიიღონ.