გასული საუკუნეების ულამაზესი ქართველი ქალები

ქართველი ქალის სიმალაზეს უცხოელები ხშირად მოჰყავადა აღტაცებაში.

რომაელი მისიონერი ფაიცელი დომინიკიანი 1621 წელს გამოცემულ წიგნში “საქართველოს სამეფოთა შესახებ” ქართველი ქალების საუცხოო სილამაზეზე წერდა: “ქართველი მანდილოსნები ტანმაღალნი და მშვენიერი მოყვანილობისანი არიან. ცხენოსნობაც იციან, სანადიროდ მიმინო დაჰყავთ, თან დააქვთ მშვილდ-ისარი და კარპაჭი”.

ასევე ცნობილია ისიც, რომ, მაგალითად, ქართველ თავადის ასულ ეკატერინე თარხან-მოურავს ფრანგებმა “თეთრი გედი” შეარქვეს. პარიზში გამართულ სილამაზის კონკურსში, რომელშიც მხოლოდ მაღალი წრის ქალები მონაწილეობდნენ, სწორედ მან გაიმარჯვა. კონკურსი, რომელიც ყვავილების დღესასწაულზე გაიმართა, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო სილამაზის კონკურსი იყო. ეკატერინეს სილამაზით დატყვევებულმა პარიზელებმა ის ბრიალიანტის სამკაულითაც დააჯილდოეს.

ელენე გიორგობიანი – ჯაფარიძე კი აკაკი წერეთლის ერთ-ერთი მუზა გახლდათ. 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს, აკაკიმ მას “ღვთაება” უწოდა. ელენეს სილამაზით მონუსხულმა გრიგოლ რობაქიძემ დაწერა “ფიორდების ასულს”, რომელიც 1913 წელს ჟურნალ “ოქროს ვერძში” დაიბეჭდა.

// მელიტა ჩოლოყაშვილი – “ქალი-მუზა” დაიბადა საგარეჯოში (ყარაბულაყში). დედამისი ულამაზესი მარიამ ჯაფარიძე გახლდათ. მათი ოჯახი ცნობილი იყო კახეთში, შემდეგ ისინი თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მათთან იმართებოდა მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები. მელიტა ბრწყინავდა სილამაზით, სიმღერით, ცეკვით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის პარიზში გადავიდა საცხოვრებლა, სადაც მოდელობას მიჰყო ხელი. ის კოკო შანელის ჩვენებებზეც კი გამოდიოდა.

კოკო შანელის მოდელი იყო ქართველი თავადის ასული და გალაკტიონ ტაბიძის მუზა მერი შერვაშიძე. მან 1921 წელს სტამბოლში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. მაღალი წრის ქალბატონის სილამაზე მთელ პარიზში იყო ცნობილი,

კოკო შანელის მოდელი გახლდათ რიმა ერისთავიც. საფრანგეთში ჩასული ლამაზი ქართველი ქალბატონი, მალე მოექცა მაღალი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, არც თავის დამკვიდრება გასჭირვებია. პარიზულ საზოგადოებაში ქართველი თავადის ასულს Princesse Rimma Eristoff-ად იცნობდნენ. ის მართლაც გამოირჩეოდა დახვეწილი არისტოკრატიული გარეგნობით, შესანიშნავი გემოვნებითა და მუსიკალური ნიჭით.

სილამაზით იყო განათქმული ანასტასია (ტასო) დავითის ასული ორბელიანი-გაგარინა – მანანა ორბელიანის ქალიშვილი და ქუთაისის გუბერნატორ გაგარინის მეუღლე.

ნინო გეგიძე-ოქრომჭედლიშვილს იცნობდნენ როგორც განათლებულ, ლამაზსა და მდიდარ ქალბატონს. ის ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. მეუღლე – გიორგი ილიას ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი), ხე-ტყის მრეწველი, მილიონერი, ინჟინერი. მათ ყავდათ ერთადერთი ქალიშვილი თამარი, რომელიც იყო პოეტის – პაოლო იაშვილის მეუღლე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას – ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი

თამარ კორძაია – ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლო მიიღებს, იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია