გთავაზობთ გასული კვირის – 4-10 ნოემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში
ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით შემცირდა
2024 წლის ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა, რაც საქართველოს სავალუტო რეზერვებს რომელიმე თვის განმავლობაში ჰქონია. ამასთან, ბოლო ერთწლიან ჭრილში რეზერვები 1 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.