გასპერინიმ შესაძლოა, მომდევნო სეზონში სხვა იტალიური გუნდი გაწვრთნას

ჟურნალისტ მარკო კონტერიოს ინფორმაციით, “რომას” მომავალ სეზონში გუნდის მთავარ მწვრთნელად “ატალანტას” ამჟამინდელი დამრიგებლის ჯან პიერო გასპერინის დანიშვნა სურს.
“ჯალოროსი” 67 წლის სპეციალისტთან, რომელიც ბერგამოელებს 2016 წლიდან ავარჯიშებს, მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
“მგლებში” მიაჩნიათ, რომ გამოცდილი მენეჯერი ახალი პროექტის მთავარი დასაყრდენი იქნება. მოგეხსენებათ, “რომას” ამჟამად კლაუდიო რანიერი ავარჯიშებს, თუმცა მან ამ პოსტზე დანიშვნამდეც აღნიშნა, რომ დაკავებულ თანამდეობას სეზონის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში