“გასთხარა სალომემ ქოცებს ეს ვირეშმაკობა უკან… ქ–ნო სალომე, ჯიგარი ხართ” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილება და სახე აახია ქოცებს. მანამდეც მინდოდა ამ თემაზე დაწერა და ახლა დავწერ რატომ ვთვლი ასე: მ ორი დღის წინ მედიასთან შეხვედრაზე თქვა, რომ მზად არიან მოლაპარაკებები დაიწყონ კანონის შეცვლაზე, ოღონდ ახლა ვერაო, მესამე მოსმენით მივიღებთ და მერე პრეზიდენტმა დაწეროს შენიშვნები და იმას გავითვალისწინებთო. ჩაიკარგა სხვა საკითხებში ეს განცხადება, მაგრამ ეს განცხადება იმის ნიშნად მივიღე, რომ ქოცი პანიკაშია სანქციების გამო და გამოსაძვრომ გზას ეძებს. თუმცა, დავინახე საფრთხე, ჩვენი პარტნიორების ამბავი რომ ვიცი, იმდენად არ უნდათ აქ სიტუაციის ესკალაცია, კიდევ ერთხელ მისცემდნენ სახის შენარჩუნების შანსს ქოცებს, და კიდევ ერთხელ გამოიყენებდა ამას ოცნება ტყუილებისთვის, მანიპულაციებისთვის, კაზუისტიკაში და მუხლებზე წივილ–კივილში ჩაიკარგებოდა, გაიდღაბნებოდა ყველაფერი და მათი პასუხისმგებლობა, ამასობაში გააგრძელებდა ქოცი ისევ იგივეს – ძალადობას, ტერორს, პროპაგანდას და ა.შ. და ბოლოს ისევ გადააგდებდა ყველას. ამ პროცესს შესაძლოა მართლაც ხალხის დაბნეულობა და პროტესტის გაფანტვა გამოეწვია. ხოდა, გამოვიდა დღეს სალომე და გასთხარა ქოცებს ეს ვირეშმაკობა უკან: მე მოტივირებულ შენიშვნებს არ გამოგიგზავნით, ამ კანონს არ გაგიკეთილშობილებთ, ან მიიღეთ რაც არის, ან არაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ქოცებს აღარ დაუტოვა მანევრირების სივრცე და შეტენა სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც გააკეთებენ უახლოეს კვირებში და ვერავინ ვეღარ შეუნარჩუნებს სახეს. ეს არის ძალიან კარგი. მიიღეთ ქოცებო კანონი, რაღატომ შფოთავთ და ცუღლუტობთ? ბ–ნმა ბიძინამ ხომ გითხრათ მე ყველაფრის კარგად დათვლა ვიცი და ახლაც დავთვალეო. ხოდა, დაუჯერეთ, ენდეთ. ველოდები მოუთმენლად თქვენს გადაწყვეტილებას. ქ–ნო სალომე, ჯიგარი ხართ

ასევე დაგაინტერესებთ