ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ, რომლის „ვილიარეალმა“ პირველ ტურში, ლონდონში „ტოტენჰემთან“ მარცხი განიცადა – 0:1.
ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლები განსაკუთრებულად დომინირებდნენ, გოლი მეკარე ლუის ჟუნიორის კურიოზული შეცდომის შედეგად გაიტანეს. საერთოდაც უნდა ითქვას, ამ სეზონში ბრაზილიელი საიმედოობით არ გამოირჩევა. სტუმრებმა სამი მომენტი ვერ გამოიყენეს, პარტნიორებს მიქაუტაძისთვის გადაცემის გაკეთება უჭირდათ, ბურთის დასაუფლებლად მოედნის სიღრმეში უწევდა ჩასვლა, თუმცა მაინც მიეცა შანსი, როდესაც 84-ე წუთზე მეურვეებს დაუსხლტა, მეკარესთან პირისპირ გადიოდა და მცველმა მიკი დე ვენმა საჯარიმოს წინ წააქცია, თუმცა სლოვენიელმა მსაჯმა რადე ობრენოვიჩმა ნიდერლანდელის მიერ წესების დარღვევა ბოლო იმედის ჯარიმად არ ჩათვალა, გაძევება საჭიროდ არ მიიჩნია და მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.8, flashscore 6.2, whoscored 6.0.
„ვილიარეალი“ მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 1-ელ ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ ჩაატარებს, იქამდე კი ლა ლიგაზე სამი დაპირისპირება აქვს: „ოსასუნასთან“, „სევილიასთან“ და „ატლეტიკთან“.
მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს – მიქაუტაძე “ვილიარეალის” ფეხბურთელია
მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში – მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
