გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილს ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა და ვითომ ოპოზიციის ლიდერად თავის წარმოჩენა, თუმცა პარაზიტობისას ისეთ სიბრიყვეებს ატირაჟირებს, რომ მხოლოდ ტოტალურ დაცინვას იმსახურებს

გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილს ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა და ვითომ ოპოზიციის ლიდერად თავის წარმოჩენა, თუმცა პარაზიტობისას ისეთ სიბრიყვეებს ატირაჟირებს, რომ მხოლოდ ტოტალურ დაცინვას იმსახურებს
„რეფერენდუმი და არა პლებისციტი უნდა ჩატარდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დროებით დაკარგულ რეგიონებში ვერ გაიმართება და ამით ამხანაგი ზურაბიშვილი მის სათაყვანებელ დიპლომატს, სერგეი ლავროვს ახარებს“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ს შეთავაზებაზე.
როგორც ანალიტიკოსი წერს, საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. დასავლური, ორმაგსტანდარტიანი შეშფოთება-აღშფოთების მიუხედავად, სტატუსის უკან გაწვევის პრეცედენტი არ არსებობს ბრიუსელის პრაქტიკაში. მისივე თქმით, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე შესაბამისი საკონსტიტუციო ჩანაწერი (78-ე მუხლი) “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოხდა.
„დავუბრუნდები ე.წ. პრეზიდენტის იდეას რეფერენდუმზე – ევროპა თუ ? გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილს ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა და ვითომ ოპოზიციის ლიდერად თავის წარმოჩენა, თუმცა პარაზიტობისას ისეთ სიბრიყვეებს ატირაჟირებს, რომ მხოლოდ ტოტალურ დაცინვას იმსახურებს. განვიხილოთ ფორმალური პრეზიდენტის ბოდვითი ინიციატივის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი: – რეფერენდუმი და არა პლებისციტი უნდა ჩატარდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დროებით დაკარგულ რეგიონებში ვერ გაიმართება და ამით ამხანაგი ზურაბიშვილი მის სათაყვანებელ დიპლომატს, სერგეი ლავროვს ახარებს – სეპარატისტთა ირიბი აღიარება. – შესაბამისი პლებისციტი უკვე ჩატარდა 2008 წელს. – საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
დასავლური, ორმაგსტანდარტიანი შეშფოთება-აღშფოთების მიუხედავად, სტატუსის უკან გაწვევის პრეცედენტი არ არსებობს ბრიუსელის პრაქტიკაში. – ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე შესაბამისი საკონსტიტუციო ჩანაწერი (78-ე მუხლი) “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოხდა. – რომც შეგროვდეს რეფერენდუმის დანიშვნისთვის საჭირო 200 ათასი ხელმოწერა (რაშიც ეჭვი მეპარება), პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა სჭირდება. როგორ გგონიათ, კონსტიტუციის დამრღვევს, არაადეკვატურ სალომე ზურაბიშვილს ამ ავანტიურაზე მოუწერს ხელს? – ნაცრადიკალებში უკვე ისმის მხოლოდ მათი პრეზიდენტის კრიტიკა ამ იდეაზე და ეს სასიხარულოა, რადგან პარიზელ ხანუმაზეც ზედგამოჭრილია – ბრიყვი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი და მისი მასხარა საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ ვინ უფრო სულელად წარმოაჩენს თავს.
P.S. Last but not least, ჩემი დაბადების დღე ჩვეულებრივი სამუშაო დღეა“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
Previous: რა განსხვავებაა პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის? იქ სადაც პოლიტიკოსები საუბრობენ საზღვრებზე, პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ ჰორიზონტებზე – გუშინდელმა დღემ ეს მკაფიოდ დაგვანახა

ასევე დაგაინტერესებთ

NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში