მადრიდის “ატლეტიკოს” ლეგენდამ, გაბიმ, “რეალის” ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი გააკრიტიკა.
როგორც ვეტერანმა ნახევარმცველმა Marca-სთან ინტერვიუში განაცხადა, ვინისიუსს ჩაბი ალონსო მკაცრად უნდა გაესაუბროს, რადგან მისი ქმედებები გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელია.
“ის ყოველდღე ამოწმებს გარშემომყოფების ხასიათსა და გამძლეობას – ამას ველოდი კიდეც. მოქმედება კი მწვრთნელმა უნდა მოახდინოს. ჟესტიკულაციები და გადამეტებული სახის გამომეტყველება ისაა, რაც ყველაზე მეტად მძულს ფეხბურთელებში. როცა შენს ხასიათს საჯაროდ ამოწმებენ… რაც გინდა, გააკეთე კარის უკან – პრობლემა არაა. მაგრამ არა ყველას თვალწინ. რას გავაკეთებდი “კლასიკოს” შემდეგ? თამაშის დასრულებისთანავე გავესაუბრებოდი. დაუშვებელია ასე მოიქცე და შემდეგ განცხადება გამოაქვეყნო, სადაც ყველას ბოდიშს უხდი, მწვრთნელის გარდა. ეს მიუღებელი და ეგოისტურია.
ეს ყველაფერი დიდი ხანია გროვდება, აკეთებს რაღაცებს, რაც, ჩემი აზრით, სრულიად მიუღებელია. ის აკრიტიკებს თანაგუნდელებს, მწვრთნელს, მთელ ქვეყანასაც კი – ყველას რასისტს გვიწოდებს… რა ჯანდაბა ხდება? ეს არასწორი გზაა. ღირსეულად გამარჯვება ძალიან რთულია, ზოგჯერ წარმატება თავში აგივარდება და არასწორად იწყებ მოქცევას. არავინ უნდა დააყენოს თავი გუნდზე მაღლა. ფეხბურთელი, რომელიც ფიქრობს, რომ სხვებზე მაღლა დგას, პრობლემაა… თუ არ ხარ მესის მსგავსი, რომელსაც მატჩის მოგება მარტო შეუძლია”, – ციტირებს გაბის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, გაბიმ ფეხბურთელის კარიერა 2020 წელს, “ალ სადში” დაასრულა.
“დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?” – დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა
ნუთუ სულ არ რცხვენია? – არშავინი ყოფილმა მეუღლემ ტყუილსა და სიხარბეში ამხილა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] “მე?! წადი შენი! მორჩა, გუნდს ვტოვებ” – ალონსოს თავს ვინისიუსის რისხვა დაატყდა
“როგორ შევაჩერე იამალი? ალონსოს უფრო მაგარი დრიბლინგი აქვს, ვიდრე მას” – კარერასმა ლამინს დასცინა
“გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ” – იამალის მამამ “რეალის” ფანებს მიმართა
გაბი: რომ ვთქვი, ევროპა ლიგა განავალია – უნდა გადავყლაპო ჩემი სიტყვები
“ატლეტიკო”: ანტუან გრიზმანის ადგილი მზის ქვეშ
გაბი: ევროპა ლიგა ნაგავი ტურნირია
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: “ატლეტიკომ”, “ჩელსიმ”, “ინტერმა”, “მარსელმა” და “ბაიერნმა” გაიმარჯვეს – “ტოტენჰემმა” “ბოდო გლიმტთან” ფრეს მიაღწია
[VIDEO] კრიტიკოსები დაადუმა – ვინისიუსმა “ლევანტეს” “ტრიველა” გაუტანა
“არსენალის” და “ინტერის” დამაჯერებელი გამარჯვებები და “ნაპოლის” განადგურება პსვ-სთან
[VIDEO] ლივერპულმა” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა – “ბაიერნმა” და “ინტერმაც” მოგებებით დაიწყეს
გაბი: პირველ ტაიმში “ბარსელონაზე” უკეთესები ვიყავით
ვინისიუსმა “ატლეტიკოს” ფანებს მატჩის შემდეგ მოედანზე “რეალის” მაისური დაუფინა [VIDEO]
გაბი: ბენზემას ბრწყინვალე “ფინტმა” უკან გაგვწია
“დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?” – დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით – “ატლეტიკომ” მადრიდულ დერბიში “რეალი” გაანადგურა
მიქაუტაძის დებიუტი ლა ლიგაში და “ვილიარეალის” მარცხი “ატლეტიკოსთან”
“ატლეტიკოს” ყოფილმა კაპიტანმა კარიერა დაასრულა
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად – ფლორენტინო პერესის გეგმა
კიდევ ერთი ვარსკვლავი – ვის ყიდვას შეეცდება “რეალი”, თუ ვინისიუსი წავა
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი – “რეალმა” “ელ კლასიკოში” გაიმარჯვა

 
				 
								
 
								

