გარყვნილი “სასულიერო პირები” რატომ გააქტიურდნენ? – ფაშინიანი

“გარყვნილი “სასულიერო პირები” და მათი გარყვნილი “ქველმოქმედები” რატომ გააქტიურდნენ? არაუშავს, ჩვენ მათ ისევ გავაპასიურებთ, თან სამუდამოდ”, – ასე ეხმაურება სოციალური ქსელებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი კონკრეტული სასულიერო პირების განცხადებებს, სადაც “სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობებზე” სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ.
„ვერ ვპოულობ ვერავითარ ლოგიკურ ახსნას იმისთვის, რომ უსაფრთხოების ამგვარი მწვავე გამოწვევების პირობებში ხელისუფლება იწყებს კამპანიას ეკლესიის წინააღმდეგ. ეს მართლაც ძალზე მტკივნეულია. ეს მიუთითებს რეალობაზე: სომხეთის ხელისუფლება, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, სრულად ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და პირდაპირ ცდილობს, თავისი პირდაპირი მოვალეობების შესრულების ნაცვლად, შექმნას ხელოვნური სამიზნეები და ყალბი დღის წესრიგები.“ „ცხადია, რა მიზანს ემსახურება ეს კამპანია. არ შეიძლება შემთხვევითად ჩაითვალოს ის დამთხვევები, რაც ხელისუფლების მიერ სამიზნეების შერჩევაში ჩანს — ისინი ემთხვევა აზერბაიჯანული პროპაგანდის მანქანის მიერ გავრცელებულ პრიორიტეტებს. ეს შემთხვევითობა არ არის“, — განაცხადა არქიეპისკოპოსმა არშაკ ხაჩატრიანმა, ეჩმიაძინის კანცლერმა.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას შესთავაზა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც დაკავდება ახალი კათოლიკოსის ს ორგანიზებით.
მანამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბრალდება წაუყენა სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ II-ს და მაღალი რანგის სასულიერო პირთა ჯგუფს ცელიბატის აღთქმის დარღვევაში. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ დადასტურდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია ცელიბატი და ჰყავს შვილი, ის ვერ შეძლებს ყველა სომეხის კათოლიკოსად დარჩენას.
სასულიერო პირები, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს