გარსიამ მადრიდში ჩააკითხა – კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” მეკარე ტიბო კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა, ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ დაადასტურა.
“ტიბომ მითხრა, რომ ნაკრებში დაბრუნდება, ეს შესანიშნავი სიახლეა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ტიბო მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იყო. მე მას მადრიდში ვესტუმრე და ვესაუბრე”, – განაცხადა გარსიამ L’Equipe-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, კურტუას ბელგიის ნაკრებში 2023 წლის შემდეგ არ უთამაშია, ამის მიზეზი კი გუნდის იმდროინდელ მთავარ მწვრთნელ დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში