გარკვეული დემოკრატიული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა — კობახიძე ევროპარლამენტის არჩევნებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე გამოჩნდა გარკვეული „დემოკრატიული კრიზისი“ ევროპაში.
არჩევნების შედეგებზე საუბრისას მ თქვა, რომ „იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა, არსებითად, მოვლენები განვითარდება ისე, როგორც აქამდე“.
„ერთი რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გადალახავს. ეს ყველას ინტერესებშია. ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ყველას ინტერესებშია, მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში.
6-9 აპრილის არჩევნების შედეგად, ევროპარლამენტში დომინანტ ძალებად რჩებიან ევროპის სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატები. მცირედით გაიზარდა ულტრამემარჯვენეების და შემცირდა ლიბერალებისა და მწვანეების წარმომადგენლობა.

ასევე დაგაინტერესებთ