“გარკვევით ვამბობ!”– ის, რისი გაგებაც “ოცნებას” არ უნდა – “თარგმანის თარგმანი”

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Euronews-თან საუბრობს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ინიცირებას ეხმაურება და ამბობს:
“მინდა გარკვევით ვთქვა: ეს კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრით მიიღეს, ის საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, პირიქით. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ამის გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინოს, მიშელი ამბობს, რომ “საქმე აქამდე არ მისულა, თუმცა ნებისმიერი განვითარება, რაც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ზეგავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს”.
“[ევროკავშირის] გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს”, – ამბობს მიშელი და განმარტავს, რომ თუ საქართველოს მმართველი პარტია კენჭს აღნიშნულ პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუსაბამო კანონპროექტს უყრის, ეს პროცესზე გავლენას მოახდენს. (თარმანი – მთავარი არხი)
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს და საქართველოს პრემიერმინისტრ, ს მიმართავს:
ძვირფასო . არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას”, – წერს კრამონი.
საქართველოს სახელით, პრემიერის ბრალდებებს დღეს უკვე უპასუხეს გერმანიიდანაც:
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოს პრემიერს მიმართავს და ამბობს:
„ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”, – წერს როთი.
მიზეზი, თუ რატომ ხვევს დამატებით მეტ და მეტ საერთაშორისო სკანდალში ქვეყანას ხელისუფლება ასეთი ბრალდებებით პარტნიორი ქვეყნებისადმი და რატომ აიძულებთ მათ, ხმამაღლა თქვან, რომ საქართველოს პრემიერმა ვერ გაიგო ნათქვამი, ან მოიტყუა (და ორივე ერთმანეთზე უარესია) – კობახიძეს არ განუმარტავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს