“გარიგების დასრულებასთან ახლოს ვართ” – ამის შესახებ BMG-ის ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ბაზისბანკის“ მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის საკითხზე განუცხადა.
როგორც „ლიბერთის“ მფლობელი ამბობს, მხარეები აქტიურად მუშაობენ, რათა გარიგება მალე დასრულდეს.
„რამდენიმე ვრცელი დოკუმენტის ბოლო შტრიხებს ვათანახმებთ”, – უთხრა მან BMG-ის.
აღსანიშნავია, რომ „ბაზის ბანკსა“ და „ლიბერთი ბანკის“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რაზედაც BMG რამდენიმე თვის წინ წერდა, დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა. საქმე ის არის, რომ მარეგულირებლის განცხადებისთანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო.
ვრცლად: bm.ge
