“გარიგების დასრულებასთან ახლოს ვართ” – ამის შესახებ BMG-ის ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ბაზისბანკის“ მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის საკითხზე განუცხადა.
როგორც „ლიბერთის“ მფლობელი ამბობს, მხარეები აქტიურად მუშაობენ, რათა გარიგება მალე დასრულდეს.
„რამდენიმე ვრცელი დოკუმენტის ბოლო შტრიხებს ვათანახმებთ”, – უთხრა მან BMG-ის.
აღსანიშნავია, რომ „ბაზის ბანკსა“ და „ლიბერთი ბანკის“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რაზედაც BMG რამდენიმე თვის წინ წერდა, დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა. საქმე ის არის, რომ მარეგულირებლის განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო.
“საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს.
დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: [email protected]”, – ეწერა სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
