გართობას აგრძელებს – რონალდოს მე-1000 საკლუბო მატჩი და მორიგი გოლი [VIDEO]

საუდის არაბეთის პრო ლიგის პლეი-ოფში “ალ ნასრი” “ალ ფეიჰას” ესტუმრა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე მე-1000 მატჩი ჩაატარა და კარიერაში 746-ე გოლის გატანა მოახერხა.
მიმდინარე სეზონში რონალდომ “ალ ნასრის” მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩი გამართა, თავი კი 25 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.