“გარე ძალები ცდილობენ, რუსულ-სომხურ მოკავშირეობა შეარყიონ”- ლავროვი

„გარე მცდელობების მიუხედავად, რომ შეირყეს რუსულ-სომხური მოკავშირეობა, ჩვენ ვახერხებთ შევინარჩუნოთ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია, გავაძლიეროთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთო ინტეგრაციული სივრცის ფარგლებში,“ — განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, ს ფედერაცია მზად არის გააგრძელოს ერთობლივი მუშაობა პარტნიორობის ეფექტიანობის გაღრმავებისა და სრულყოფის მიზნით, რაც „ქვეყნების მოქალაქეების საკეთილდღეოდ და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარეობს.“
იმის მიუხედავად, რომ ს განცხადება „გარე მცდელობების“ შესახებ პირდაპირ არ აკონკრეტებს კონკრეტულ ძალას, თუმცა, მიმდინარე პროცესების ფონზე, ცხადია, რომ ის გულისხმობს დასავლეთს და განსაკუთრებით ევროკავშირსა და -ს, რომლებთანაც სომხეთმა ბოლო თვეებში მჭიდრო თანამშრომლობისკენ გადადგა ნაბიჯები.
2023 წლის შემდეგ, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის მასობრივი გასვლის შემდეგ, ერევანმა ღიად დაიწყო საკუთარი გეოპოლიტიკური ვექტორის გადახედვა, რაც ძირითადად გამოიხატა შემდეგში:
· სომხეთმა არ მიიღო მონაწილეობა 2023 წელს რუსეთის მიერ ორგანიზებულ ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სამხედრო წვრთნებში
· ფაშინიანის მთავრობამ საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება რუსეთის როლის მიმართ ყარაბაღის კრიზისში
· ერევანსა და ბრიუსელს შორის გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გაღრმავებაზე
· სომხეთი აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიასთან საზღვრისპირა ზონაში
ამასთან, ს საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ცდილობს შეამციროს მოსკოვზე დამოკიდებულება და გააღრმავოს კავშირები დასავლურ ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების გარემო გართულდა.