გარე უფროსები „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფსონს ვეღარ დებენ, აქედან გამომდინარე, სურთ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ გამიჯნონ „ლელოსგან“ და გახარიას პარტიისგან

გარე უფროსები „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფსონს ვეღარ დებენ, აქედან გამომდინარე, სურთ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ გამიჯნონ „ლელოსგან“ და გახარიას პარტიისგან
გარე უფროსები, უკვე წინა არჩევნებზე მიხვდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა და იმდენად ასოცირებულია სისხლიან რეჟიმთან, რასაც ვერ წაუშლიან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ამაში დახმარებოდნენ, ისინი ფსონს “ნაციონალურ მოძრაობაზე” ვეღარ დებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მოსახლეობის ნაწილი ვერ აღიქვამს იმას, რომ „ლელო“ და „გახარია – საქართველოსთვის“ ზუსტად იმავე ვერტიკალიდან იმართება, საიდანაც „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“, სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას.“
„ახალი“, რომელიც თითქოს წინა არჩევნებზე შეასაღეს საზოგადოებას, როგორც ახალი წარმოქმნილი ძალა, ამაშიც დარწმუნდნენ, რომ საზოგადოება კარგად აღიქვამს, რომ ზუსტად ერთი და იგივე ძალაზეა საუბარი ახალის და ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ აღიქვამენ იმას, რომ ლელოც და გახარიას პარტიაც აბსოლუტურად ერთი და იგივე ვერტიკალიდან იმართებიან, იგივე ვერტიკალიდან, საიდანაც იმართება “ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი” და ა.შ. ამიტომ ვეძახით კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. აქედან გამომდინარე, სურთ, რომ გამიჯნონ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“, „ლელოსგან“ და გახარიას პარტიისგან, თუმცა, კონკრეტულად გახარიას და ლელოს რეიტინგიც დრამატულად არის შემცირებული და ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აღიქვა, რომ ეს ოთხივე პარტია კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს.“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
Next: დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვზე: მას ჩვენი ქვეყანა იმ “ვირტუალურ საქართველოში” შეეშალა, რომლის ძირითადი შემოქმედი პირნი დღეს პენიტენციურ სისტემაში იმყოფებიან

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში