გარეუბანი თუ ცენტრი – სადაა უფრო მომგებიანი ბინის შეძენა

მიმდინარე თვის აგვისტოში თბილისში 3230 ბინა გაიყიდა. კვლევები აჩვენებს, რომ მყიდველების დიდი ნაწილი მცირე (35-49 კვ.მ.) ბინას არჩევს გარეუბნებში. მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გარეუბანში პატარა ბინის შეძენით თანხებს ზოგავენ და სამომავლოდ მეტ მოგებას ნახავენ.
გასათვალისწინებელია, რომ მცირე ფართის ბინების 1 კვ.მ. უფრო ძვირი ღირს ვიდრე საშუალო ზომის, ეს მისი დეფიციტურობიდან გამომდინარეობს. მართალია მათი გაქირავება მოგვიანებით შეიძლება ოდნავ მარტივი იყოს, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ გარეუბნებში ბინის შეძენა ნაკლებად მომგებიანია.
მაგალითისთვის თუ თქვენ 100,000 დოლარად ვარკეთილში 3 ოთახიან გარემონტებულ ბინას შეიძენთ, მისი ღირებულება 10 წელიწადში საშუალოდ 25%-ით გაიზრდება. ხოლო თუ იგივე ფასად დავუშვათ ვაკეში შეიძენთ 2 ოთახიან გაარემონტებელ ბინას, 10 წელიწადში მისი ღირებულება 65%-ით გაიზრდება.
ყურადღება უნდა მიაქციოთ უბნის საინვესტიციო პოტენციალსაც. დღესდღეობით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ უბნად იქცა ბაგები. ვაკის რაიონის ახალგაზრდა უბნის – ბაგების მოთოვნადობას ისიც უწყობს ხელს, რომ ის ერთდროულად ქალაქის ხმაურისგან იზოლირებულია და ამავდროულად ცენტრთან ძალიან ახლოს მდებარეობს (რამდენიმე წუთი ტრანსპორტით).
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში 3250-მდე ბინა გაიყიდა. ზაფხულის ბოლო თვეში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციები 0.4%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში კი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული.
დღეისთვის ბაზრის ზომა 7%-ით, 230 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ეს უკავშირდება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდასაც. ორგანიზაცია Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, აგვისტოში დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 10%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 9%-ით. ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ახალაშენებული ბინებს, მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში – 8%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში 7%-იანი, ხოლო ფართო ცენტრში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
წყარო: tia.ge