გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
3 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 4 ივნისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (საფრთხის დონე საშუალო) – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
