გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ