გარემოს დაცვის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ბალდში მომხდარ დანაშაულს გმობენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ გუშინ სოფელ ბალდში მომხდარ ძალადობრივ დანაშაულს გმობენ.
კერძოდ, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმას, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა კარვებში აპროტესტებენ შპს „კანიონი 350-ის“ მიერ მიმდინარე სამუშაოებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბალდის კანიონთან მიმდინარე სამუშაოების მოწინააღმდეგეების მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს. მათივე თქმით, სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით საუბარს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, სამუშაო ფორმატში შედეგზე ორიენტირებული შეხვედრისთვის.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბალდის კანიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სამეგრელოს რეგიონში დამატებითი მიზიდულობის
ცენტრის შექმნა. ამ უნიკალურ კანიონზე, რომლის უდიდესი ნაწილი დღესcვიზიტორთათვის მიუწვდომელია, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო და კომფორტულიcმოგზაურობა ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურcმდგომარეობაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე, როგორც ესcმოხდა მარტვილის კანიონის და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სამწუხაროდ, გუშინ სოფელ ბალდაში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დანაშაულის ფაქტს, რომელსაც გმობს როგორც სამინისტრო, ასევე სააგენტო. ძალადობის ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მყისიერად გატარდა სამართლებრივი ღონისძიებები.
უნდა აღინიშნოს, რომ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტს აპროტესტებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს: მათ ჩაშალეს არაერთი შეხვედრა, მათ შორის, ქალაქ მარტვილში საინფორმაციო შეხვედრა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობასთან სასაუბროდ იყო ჩასული; გზა გადაუკეტეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმურ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ; ადგილზე არ შეუშვეს ბალდის კანიონის ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, რის შედეგად კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო
მოთხოვნილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით საუბარს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, სამუშაო ფორმატში შედეგზე ორიენტირებული
შეხვედრისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც, ზემოაღნიშნულ თავდასხმასთან დაკავშირებით, მოძრაობის — „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ — წევრი ცოტნე თვარაძე ამბობს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი შეიარაღებული პირი მათ საპროტესტო კარავში მიეჭრა.
დაჭრის მიუხედავად, აქტივისტებმა თავდამსხმელების განიარაღება შეძლეს და პოლიციაც გამოიძახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ორი პირი დააკავა.
დაკავებულები არიან ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც აცხადებს, ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, თანასოფლელი, 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ