გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სოფელ აკეთში ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სოფელ აკეთში ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მსოფლიოს ბაზრებზე გამორჩეული თვისებების მქონე თაფლის მიმწოდებელი იყოს. შესაბამისად, არაერთი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომელიც თაფლის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე დანერგილია თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია. ქართველი მეწარმეები, სახელმწიფოს ხელშეწყობით მონაწილეობას იღებენ მსოფლიო მასშტაბით გამართულ ყველაზე პრესტიჟულ აგროგამოფენებში, რაც ხელს უწყობს ქართული თაფლის პოპულარიზაციას. ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გაძლიერებით, სახელმწიფოში შექმნილია ყველა პირობა, რომ გაიზარდოს ქართული თაფლის წარმოება.
დავით სონღულაშვილი და გიორგი ღურჯუმელიძე სოფელ აკეთში ფერმერ თამაზ ღლონტის საფუტკრე მეურნეობაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარე საქმიანობას გაეცნენ

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. სრულად