გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინეს – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის მიმდებარედ, მდინარე დებედაზე და სოფელ კირაჩ მუღანლოში, მდინარე ხრამზე, მოქალაქეები თევზჭერას აკრძალული საშუალებების – ელექტროიარაღების გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდარღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ჯამში 9 კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა