გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, ორ შემთხვევაში, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას თევზჭერის აკრძალული საშუალებით – ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდნენ. ერთი მოქალაქე კი, თევზჭერისას ასევე აკრძალულ საშუალებას – ფეთქებად ნივთიერებას იყენებდა.
„სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის, ჯამში, 5 კილოგრამზე მეტი თევზი.
ვინაიდან სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან