გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან
გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს კუთვნილი სახლი მიქირავებული, რომელიც მისივე პარტიის კამპანიაში უშუალოდ მონაწილეობს და ღიად მტრობს ჩვენს ქვეყანას, გაირკვა, რომ ხაზარაძე წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს ქონების გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ხაზარაძე სახლის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს არ ბეგრავდა და რთული წარმოსადგენი არ არის დიდ ფინანსურ ოპერაციებს როგორი მაქინაციებით ატარებდა.
“მას შემდეგ, რაც საკუთარ დანაშაულებზე პასუხისგების თავიდან ასარიდებლად და გარკვეული იმუნიტეტის მოსაპოვებლად პოლიტიკაში შემოვიდა, მისი ნაბიჯების, მის მიერ შექმნილი გუნდის და მისი გონებრივი შესაძლებლობის შემყურე, ბევრს გაუჩნდა კითხვა – როგორ მოახერხა მან ასეულობით მილიონის შოვნა. გუშინდელი იძულებითი აღიარებით კიდევ ერთხელ გაეცა ამ კითხვას პასუხი – თაღლითობით და მოპარვით! გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს კუთვნილი სახლი მიქირავებული, რომელიც მისივე პარტიის კამპანიაში უშუალოდ მონაწილეობს და ღიად მტრობს ჩვენს ქვეყანას, გაირკვა, რომ ხაზარაძე წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს ქონების გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან. უამრავი ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას, ბანკის და პარტნიორების თაღლითურად გაძარცვას, ციხეებში ნაწამებ ადამიანებთან სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებას და შემდგომში მათი ბიზნესისა და ქონების მიტაცებას, გადასახადების დამალვაც დაემატა! სახლის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს არ ბეგრავდა და რთული წარმოსადგენი არ არის დიდ ფინანსურ ოპერაციებს როგორი მაქინაციებით ატარებდა… P.S. ასეთი CV-ით და გაწყვეტილი შუბლის ძარღვით გახდა აგენტი და სხვისი ბრძანებით მტრობს ჩვენს ქვეყანას…” – წერს შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში