გარდაცვლილი გმირის, მიშიკო დვალიშვილის დედა ცუდად არის, მორიგი ტყუილი მოისმინა ცრუპენტელა ჟურნალისტისგან, ვინმე დეა მამისეიშვილისგან, შინდისის გმირის ბიძაშვილი ვარო – არავითარი კავშირი არ აქვს ამ უზრდელ გოგოს მიშიკოს ოჯახთან!

გარდაცვლილი გმირის, მიშიკო დვალიშვილის დედა ცუდად არის, მორიგი ტყუილი მოისმინა ცრუპენტელა ჟურნალისტისგან, ვინმე დეა მამისეიშვილისგან, შინდისის გმირის ბიძაშვილი ვარო – არავითარი კავშირი არ აქვს ამ უზრდელ გოგოს მიშიკოს ოჯახთან!
სიბინძურე, მორიგო ტყუილი, – “შინდისის გმირებს” სახელებს იყენებენ უკვე ეს უნამუსოები თავიანთი მზაკვრული გეგმებისთვის, ეს ქვეყნის მტრები, – წერს რუსთაველის თეატრის მსახიობი, , სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, შინდისის გმირებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილის, მიხეილ დვალიშვილის დედამ, მოისმინა “მთავარი არხის” ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის ტყუილი, თითქოს ის დვალიშვილის ბიძაშვილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ედმონდ მინაშვილი აღნიშნავს, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს, არავითარი კავშირი არ აქვს გარდაცვილი გმირის ოჯახთან.
“სიბინძურე, მორიგო ტყუილი, – “შინდისის გმირებს” სახელებს იყენებენ უკვე ეს უნამუსოები თავიანთი მზაკვრული გეგმებისთვის, ეს ქვეყნის მტრები … ახლა დამირეკა გარდაცვლილი გმირის, – მიშიკო დვალიშვილის მამამ, ძალიან აღელვებული იყო, მიშიკოს დედას წნევა ვერ დაურეგულირეს ისე ცუდად არის შვილმკვდარი ქალბატონი, გუშინდელი მორიგი ტყუილი მოისმინა ბინძური ტელევიზიის ცრუპენტელა ჟურნალისტისგან – ვინმე დეა მამისეიშვილისგან, თურმე გაჰკივის, შინდისის გმირის – მიხეილ დვალიშვილის ბიძაშვილი ვარო, ხალხნოო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მორიგი ბოროტება! არავითარი კავშირი არ აქვს ამ უზრდელ გოგოს მიშიკოს ოჯახთან!
გაფრთხილებთ, გაეშვით “შინდისის გმირების” სახელების ხსენებას, დედეს გიტირებთ ყველას, თქვე უნამუსოებო, მე მაინც არ ვიცოდე ვინ ხართ და ვინ რა გააკეთა იმ ბიჭებისთვის… ძალიან მალე დაგივლით ყველას, ძალიან მალე, უხ თქვენი..” – წერს ედმონდ მინაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი-კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე

მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი – მარნეულის მაცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა, მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და ერთად ავაშენოთ ჩვენი მარნეული

მერობის კანდიდატი მიხეილ აფციაური- თეთრიწყაროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდა სკოლები, საბავშვო ბაღები. მოსახლეობის და ახალგაზრდების აქტიური მოთხოვნით მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა