გარდაუვალი საომარი მოქმედებების მიუხედავად, ამ ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოიყვანეს და ისინი სიკვდილისთვის გაწირეს – გიორგი ვოლსკი აგვისტოს ომზე

“ხალხის ძალა” ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებაზე საუბრობს. მათ განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ:
“ხალხის ძალის” განცხადებაში მნიშვნელოვანი საკითხის დამატებაა საჭირო. პირველი, პრეზიდენტის ბრძანება 9 აგვისტომდე გამოიცა და არ აღიარებდნენ, რომ იყო ჩართული კონფლიქტში. არ მიმართეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, მით უმეტეს, არც სასამართლოებს. გარდაუვალი საომარი მოქმედებების მიუხედავად, ამ ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოიყვანეს და ისინი სიკვდილისთვის გაწირეს. რა თქმა უნდა, ეს განცხადება ამ თემას ეხმიანება, თუმცა ეს მათი შეხედულება, პოზიციაა. რა გაგრძელება მოჰყვება ამ განცხადებას, ამაზე პოზიცია ჯერ არ გვაქვს,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება

ჯინ შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება – ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია, სწორედ ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად